logo
ENG



წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარის მტკიცებით მას ვირუსი არ დაუდგინდა 

14 მაი 202009:36
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოს "სათნოების სახლის" ბენეფიციარი ამტკიცებს, რომ კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

მარინა ბაკურაძის განცხადებით, მას შეხება ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნული კონტაქტის გამო, ის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს და ჩატარებული კვლევის შემდეგ, მას ვირუსზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რის შემდეგაც სისხლის ანალიზში მცირე რაოდენობის ანტისხეულები აღმოუჩინეს.

ბაკურაძის განმარტებით, ანტისხეულები რამდენიმე წლის წინ ბოტკინის გადატანას უკავშირდება და არა კოვიდ-19-ს. 


close დახურვა